ლიტერატურული გვერდი

ტექსტი1

ტექსტი2







ილია ჭავჭავაძე გიმნაზიიდან პეტერბურგში მიემგზავრება სადაც ის ეკატერინე ჭავჭავაძეს ხვდება. სწორად აქ იღვიძებს ინტერესი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების მიმართ.ჩვენთვის ცნობილია ეკატერინესა და ნიკოლოზის სიყვარულის შესახებ რომელსაც სამწუხაროდ ბედნიერი დასასრული არ ქონია. მიუხედავად იმისა რომ ეკატერინე სხვაზე გათხოვდა, მას სიყვარული არ შენელებია ნიკოს მიმართ! ის მაინც ატარებდა ბარათაშვილის ხელნაწერებს.საოცარია ის ფაქტი რომ დიმიტრი ყიფიანის ნაირ წრეშიაც კი არ სმენოდათ არაფერი ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მაშინ როდესაც დიდი ქართველი პოეტის შემოქმედებამ მეტეორივით გაიელვა მათ თვალწინ.ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ილია ჭავჭავაძეს, პირველი კურსის სტუდენტს, 1858 წლისათვის როდესაც მან პირველად შემოაღო ქართული მწერლობის კარი ძალიან ცოტა სცოდნია ბარათაშვილზე. ამ დროს მას გადაკითხული ჰქონდა მხოლოდ ის ლექსები რაც ცისკარში გამოქვეყნდა.ილია დიდ ბარათაშვილს გაეცნო სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის ოჯახში. ეკატერინე, პოეტის სატრფო, რომელიც ჩვენი მგოსნისთვის იყო შთაგონებისა და მწუხარების წყარო -~უწყალო ვითა ჯიქია~,- სიკვდილამდე დარჩა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მოკრძალებული თაყვანისმცემელი. ეკატერინეს ოჯახში ჩვენ ვხედავთ ბარათაშვილის პოეზიის კულტს, სადაც დედოფლის შვილები ქართულ ენას მის ლექსებზედ სწავლობდნენ. მას ყოველთვის თან ჰქონდა პოეტის ხელნაწერები. სწორად ამგვარად ერთ-ერთი სტუმრობის დროს ილიამ წაიკითხა ~მერანი~ და ~ბედი ქართლისა~. ამ ხელნაწერებს დიდი გავლენა მოუხდენია ილიაზე. როგორც კოხტა აფხაზი ამბობს:-~ვერ წარმოიდგენთ რა შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ლექსებმა ილიაზედ.თითქმის ერთი კვირა ყმაწვილი ჰბოდავდა ბარათAშვილით~1858 წელი, ილია რომ გაეცნო ბარათაშვილის დიდ პოეზიას, არის პერიოდი, როდესაც ილია წერდა თავის პირველ ქმნილებას-~აჩრდილს~. ღომელსაც შემდეგ მოჰყვა ~გლახის ნაამბობი~, ~ქართვლის დედა~, ~კაკო ყაჩაღი~.ბარათაშვილის პოეზიის გაცნობამ ახალი შთაგონებით აავსო მონათესავე პოეტური სული ილიასი. ის შეუდგა ბარათაშვილი კვალს და რადგანაც დროც ხელს უმართავდა, უფრო თამამად, ტირილით დაუწყო ხალხს შეჩივლა. ჭავჭავაძე არის ნიკოლოზის მოკარნახე და მისი დიდი ღირსებაც ამაზედ არის დაფუძნებული.ბარათაშვილისადმი მიძღვნილერთ ლექსში, რომელიც 1860 წელს არის დაწერილი, ილია იგონებს იმ შთაბეჭდილებას, რომელიც მასზე დასტოვა ბარათაშვილის ლექსების პირველმა გაცნობამ.~როს წავიკითხე მისი ლექსები,ვერარა ვთქვი რა განცვიფრებულმა!ვით ქარიშხალით ატეხილ ბუქმაცას განუბნივოს შავი ღრუბლები,ისე იდარა ჩემ მწუხარ შუბლმა. ხალხო ობოლო, შენ მებრალები, როს დაგაობლა მის ციურ შუქმა და განგაშორა თვისი სხივები!... როს წავიკითხე მისი ლექსები, აღმოვიკვნესე დაობლებულმა!~
ნიკოლოზ ბარათაშვილი არის დიდი მოძმე ილიასი. ილიას ~მგზავრის წერილები~არის მომდევნო ეპოქის პასუხი იმ საკითხზე, რომელიც ნ. ბარათაშვილმა აღძრა.ასე ეზიარა ბარათაშვილის გენიას მისი დიდი მემკვიდრე ილია ჭავჭავაძე.ნიკოლოზ ბარათაშვილი და მისი მემკვიდრენი ილია და აკაკი წერეთელი არიან ფუძემდებელნი ახალი, ქართული ლიტერატურისა.ჭლების შემდეგ ძალიან ბევრი მწერალი თუ პოეტი ამ ორ უზარმაზარ ადამიანს ერთმანეთს ადარებს. მაგალითად აკაკი წერეთელი. ღოდესაც ის ილიას ახასიათებს შეუდძლებელია სადმე ნიკოლოზი არ ყავდეს ნახსენები და პირიქით.~ბარათაშვილი და ჭავჭავაძე, სწორედ ერთ ტახტზედ სხდომის ღირსნი არიან, ერთგვარი დამსახურება აქვსთ ცვენს ლიტერატურაში, ერთგვარად დაუვიწყარები არიან, ერთის გაუწყვეტელის ჯაჭვით გადაბმულები ერთი მეორეზედ. ერთის უმეორესოდ გაგება ძნელია! ერთის სიტყვით ეგენი არიან მოსე და არონი ჩვენის ლიტერატურისა.~-ასე მსჯელობდა აკაკი...

ეკატერინე ჭავჭავაძეს მრავალი თაყვანისმცემელი ჰყავდა მანამდეც, სანამ 1839 წელს დავით დადიანს მისთხოვდებოდა და გათხოვების შემდეგაც. ერთ-ერთი მათგანი იყო მისი ბავშვობის მეგობარი, ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი. მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკატერინე გულით ატარებდა სათუთ გრძნობას მის მიმართ და პოეტის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში გადამწყვეტი როლი სწორედ მან შეასრულა. ბარათაშვილმა, რომელიც 1844 წელს 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, ეკატერინეს გადასცა თავისი ლექსებით სავსე რვეული და მასაც ეს რვეული მუდამ თან დაჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც თავის შვილებთან ერთად სანკტ-პეტერბურგში და მოგვიანებით ევროპაში ცხოვრობდა (1850-1860-იან წლებში). როდესაც ახალგაზრდა პოეტი ილია ჭავჭავაძე ეკატერინეს სანკტ-პეტერბურგში ეწვია, მან ილიას ეს რვეული უჩვენა. ილიამ მყისვე შეაფასა ახალგაზრდა პოეტის ნიჭი და ძალისხმევა არ დაიშურა, რათა პოეტის ლექსები სიკვდილის შემდეგ მაინც გამოქვეყნებულიყო.